ქართველი მომღერლები ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში იმღერებენ

new-national-theatre-tokyo-logo-primary2 აპრილს ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში, პირველად ამ თეატრის სიტორიაში ორი ქართველი საოპერო მომღერალი იმღერებს.

ჯუზეპე ვერდის გენიალურ ქმნილებაში “ბედის ძალა” დონა ლეონორას პარტიას ქართველი დრამატული სოპრანო იანო თამარ შეასრულებს. მან ამ როლით უკვე აღაფრთოვანა მიუნხენის „შტატს ოპერის“ მსმენელი. ამ სცენაზე „კარმენში“ წარმატებული დებიუტის შემდეგ, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე კი პრეციოზილას როლით წარსდეგება ტოკიოს ნაციონალური ოპერის მსმენელის წინაშე. მან, ეს საოპერო როლი პირველად ვაშინგტონში 2013 წელს შეასრულა.

ქეთევან ქემოკლიძე და იანო თამარ წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ისეთ წამყვან სცენებზე როგორიცაა მილანის „ლა სკალა“, ბერლინის „დოიჩე ოპერა“, ვაშინგტონის „ნაციონალური ოპერა“, ვენის „შტატს ოპერა“, ლონდონის „კოვენთ გარდენი“, ვენეციის „ფენიჩეს თეატრი“, ცურიხის საოპერო თეატრი, მიუნხენის „შტატს ოპერა“, „არენა დი ვერონა“, ბარსელონას „ლისეო”, მადრიდი „სამეფო თეატრი“, სანტიაგოს „მუნიციპალური თეატრი“.

ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში ვერდის “ბედის ძალას” უდირიჟორებს ახალგაზრდა მაესტრო ვენესუელადან ხოზე ლუის გომესი. დამდგმელი რეჟისორი კი ცნობილი ესპანელი რეჟისორი ემილიო სახია.

სპექტაკლები ტოკიოს ნაციონალურ ოპერის სცენაზე 14 აპრილამდე გაგრძელდება.