16 მარტი, 2015

ქართული ფილმი ,,მსოფლიო კინოს ფაბრიკის’’ გამარჯვებულია

rus8ქართველი რეჟისორის რუსუდან ჭყონიას ფილმი “ვენეცია” “მსოფლიო კინოს ფაბრიკის” გამარჯვებულია.

“მსოფლიო კინოს ფაბრიკა” კანის ფესტივალის დროს იმართება და ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორებს საკუთარი პროექტების რეალიზებაში უწყობს ხელს. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა კინოხელოვანების წარმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანას.

პროგრამა ირჩევს 10 დამწყებ რეჟისორს, რომლებიც თავიანთ პირველ ან მეორე პროექტზე მუშაობენ.

2015 წლის გამარჯვებულთა სიაში წელს საქართველოც მოხვდა. მთლიანობაში მასში 8 სრულმეტრაჟიანი ფილმი და 2 დოკუმენტური ნამუშევარი გაერთიანდა.