28 მარტი, 2015

პირველი თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორი ცნობილია

eka8პროდიუსერმა ეკა ჩიტაშვილმა რამდენიმე დღის წინ საჯარო განცხადება გააკეთა და ყველას შეატყობინა, რომ საქართველოში მომრავლდნენ თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორები, რომლებიც უცხოელ არტისტებს დაპირებულ ჰონორარებს არ უხდიან. ეკამ მათი დასახელების პირობაც დადო.

დღეს უცხოეთში მოღვაწე ქართველმა პროდიუსერმა პირველი თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორი დაასახელა:

“დუდა ხარჩილავაზე ძებნას ვაცხადებ! ეს ადამიანი გვემალება! ემალება არტისტს, რომელსაც ჰონორარი არ გადაუხადა! ის სამარცხვინოდ მოექცა ვარსკვლავს! გამართა მისი კონცერტი, შემდეგ კი არტისტს ჰონორარი არ გადაუხადა და დაემალა! არტისტი სასამართლოში ჩივილს აპირებს და ითხოვს დახმარებას ქართველი მსმენელისგან! სამარცხვინო ფაქტია! საქართველოში ეს არ უნდა ხდებოდეს!”