Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფოლკლორის ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

et4საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 5 მარტიდან ახალი პროექტი დაიწყო. ცენტრის ინიციატივით იწყება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან.

ყოველი თვის პირველ კვირას საზოგადოებას საშუალება ექნება შეხვდეს, მოუსმინოს და გაესაუბროს მისთვის საყვარელ ადამიანებს, თავად დაუსვან მათ შეკითხვები და საღამო საინტერესოდ გაატარონ.

შეხვედრებზე მისული საზოგადოება ასევე მოისმენს სიმღერებს, რომლებსაც შეასრულებენ ხალხური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ფოლკლორის ცენტრის აზრით, შემოქმედებით და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ხელს შეუწყობს მომავალი თაობის თვითიდენტიფიკაციას, საზოგადოებრივ პროცესებში მეტად ჩართულობასა და სოციუმის გაჯანსაღებას. ეს ხელს შეუწყობს მომავალი თაობის განვითარებას, ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, გემოვნების დახვეწას და ღირებულებების სწორი მიმართულებით წარმართვას.

ფოლკლორის ცენტრის ახალი პროექტის პირველი სტუმარი და იმავდროულად მასპინძელი პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იქნება.