2 მარტი, 2015

,,ფიროსმანი” სოფიაში აჩვენეს

pirosmani4ქართველი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი “ფიროსმანი” სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ქართველ გენიალურ მხატვარზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ასევე მხატვარი ავთო ვარაზი ასრულებს. ფილმმა ფესტივალი ოფიციალურად გახსნა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე მოეწყო ქართული კინოკლასიკის დღეები, გაიმართა ქართული კინოკლასიკის ჩვენებები, მათ შორის, ოთარ იოსელიანის „გიორგობის თვე“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, თენგიზ აბულაძის „მონანიება“ და „ნატვრის ხე“.

10 მარტიდან კი სოფიას კინოფესტივალის ფოკუსში თანამედროვე ქართული კინო იქნება წარმოდგენილი.