12 მარტი, 2015

პაატა ბურჭულაძის ,,იავნანას” სასწაული

iavnanaმსოფლიოში ცნობილი საოპერო ბანის პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა “იავნანა”, კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. როგორც ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე აცხადებს, მათ მიერ ბოლოს ჩატარებულმა კონცერტმა, რომელიც 3 მარტს გაიმართა და თავშესაფარში მცხოვრებ დედებს მიეძღვნათ, 15 წლიანი განშორების შემდეგ ერთ-ერთი დედა ოჯახში დააბრუნა:

“ძალიან მაგარი ამბავი! 3 მარტს, ჩვენი აქციის მსვლელობისას თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატიდან ჩართვას რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით ბევრმა ადამაინმა უყურა. ერთ-ერთმა ოჯახმა მომღერალ ქალბატონებს შორის ამოიცნო 15 წლის წინ დაკარგული თავისი ოჯახის წევრი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ. პანსიონატის დირექტორმა ქალბატონმა დარეჯანმა რამდენიმე წუთის წინ მითხრა, რომ ქალბატონ ლიას, რომელიც ქუთაისის ოპერის გუნდში მოღვაწეობდა, ოჯახმა მიაკითხა. ყველაზე მეტად ჩემზე იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ მას ისევე როგორც ყველა ნამდვილ ბებიას, შვილიშვილისთვის თანხა ჰქონია გადანახული, ვინ იცის რამდენმა წელმა განვლო ამ შეხვედრაზე ოცნებაში… დიდი მადლობა ‘იავნანას’ ყველა მეგობარს თანადგომისთვის… საოცარი სცენა ყოფილა, შვილიშილს მისთვის ხელები დაუკოცნია… ახლა ველოდებით ქალბატონი ვიოლას შვილის გამოშვებას, პატიმარია და შეწყალებაზე დაუწერია. ნეტა მალე გათავისუფლდეს მისი ვაჟი, მთელი პანსიონატი ელოდება მაგ დღეს.”