8 მარტი, 2015

ნუკა კვალიაშვილი დედობისთვის ემზადება

nuka5მომღერალი ნუკა კვალიაშვილი კვლავ დედობისთვის ემზადება. ის პატარა ლუკას შემდეგ მეორე შვილის დედა გახდება. ინფორმაციას მომღერალი თავად ავრცელებს.

ნუკა კვალიაშვილს და მის მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს 1 წლის ლუკა ჰყავთ. ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი მეორედ დედად გახდომის მოულოდნელ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა და კიდევ ერთი პატარას მისაღებად მზად არის:

“გუშინ აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვარ, იმედია, გოგო იქნება. ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი და არ ველოდი ამას, მარა ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ერთი ის ვიცი რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მაინც, რაც მომინდება.”