ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა გერმანიაში გაიმარჯვეს

atcledi4თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა გიორგი გრძელიძემ და სერგო მარკოსიანმა გერმანიის ქალაქ აახენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვეს.

მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი გრძელიძემ მოიპოვა II პრემია და ლაურეატის წოდება, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე სერგო მარკოსიანმა მიიღო სპეციალური პრიზი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საკონცერტო ტურნეთი წარდგეს იტალიისა და მალტის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებზე.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები კონკურსზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგნენ. მიხეილ გიორგაძის უწყება “ნიჭიერთა ათწლედის“ აღსაზრდელებს და მათ პედაგოგებს ნელი მანჯგალაძესა და ესმა ქირიას ამ წარმატებას გულითადად ულოცავს.