3 მარტი, 2015

ნინი ცნობილაძე გათხოვდა

nini6666666“ახალი ხმის” აღმოჩენა ნინი ცნობილაძე გათხოვდა. მომღერალმა, რომელიც ამჟამად “ორ ვასრკვლავში” მონაწილეობს, ბედი ჩიკაგოში მცხოვრებ ქართველს დაუკავშირა. ნინის რჩეული გიორგი ალავიძეა. წყვილი უკვე 6 თვეა ერთად ცხოვრობს, თუმცა ამის შესახებ მათ საჯაროდ არასდროს ულაპარაკიათ.

ნინი ცნობილაძე ფართო საზოგადოებამ პროექტით “ახალი ხმა” გაიცნო, სადაც ის სტეფანეს და მაოს გუნდში მოხვდა და წარმატებებსაც მიაღწია. ნინიმ ორჯერ სცადა ბედი “ახალი ტალღის” შესარჩევ ტურში, თუმცა ორივეჯერ რეზერვში აღმოჩნდა. პირველად მას სალომე ქათამაძე ამჯობინეს, მეორედ კი – ნუცა ბუზალაძე. ამ პერიოდში მისი პროდიუსერი ნატო დუმბაძე გახდა.

ამის მიუხედავად მომღერალს ფარ-ხმალი არ დაუყრია, მეგობრებთან ერთად ბენდიც შექმნა და კონცერტებსაც ატარებდა. “ახალი ხმის” შემდეგ იყო “ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც ნინიმ გამარჯვება ასევე ვერ შეძლო.

როდესაც გიორგი თავის გრძნობებში საბოლოოდ დარწმუნდა, ნიშნობის ბეჭედი იყიდა და მომღერალს ხელი სთხოვა. ნინიმაც უარი არ უთხრა. ამჯერად მომღერალი “ორ ვარსკვლავში” მღერის და გიორგი მას ყველა ტურში გულშემატკივრობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი წყვილი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავა. წყვილთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთმა პრაიმტაიმმა ჩაწერა.