21 მარტი, 2015

ნინა სუბლატმა კონკურსი გამოაცხადა

nina5“ევროვიზია 2015”-ის ქართველმა მონაწილემ ნინა სუბლატმა კონკურსი გამოაცხადა.

ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფი და მომღერალი კონკურსში ყველა იმ ადამიანს იწვევენ, ვისაც ხატვის და წარმოსახვის განსაკუთრებული უნარი აქვს.

კონკურსი ნინა სუბლატის სიმღერის “Warrior” გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეებმა უნდა შექმნან ორიგინალური ლოგო. ნებისმიერ მსურველს კონკურსში ჩართვა თავისუფლად შეუძლია, ნამუშევრების წარდგენა 20 აპრილამდეა შესაძლებელი.

საუკეთესო ნამუშევარს ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფი და ნინა სუბლატი ერთობლივად შეარჩევენ. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ევროვიზიის სასაჩუქრე პაკეტი. ნინა სუბლატი კი გამარჯვებულ ლოგოს სხეულზე სვირინგად დაიტანს.