“ევროვიზია 2015″-ში მონაწილე საქართველოს კონკურსანტი ნინა სუბლატი ფავორიტია. ქართველი კონკურსანტის კლიპმა საკონკურსო სიმღერაზე ”Warrior” “ევროვიზიის” ოფიციალურ იუთუბის არხზე, 2 კვირაში ნახევარ მილიონამდე ნახვა და უამრავი კომენტარი დააგროვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კომენტარების ძირითადი ნაწილი უცხოელებს ეკუთვნით და ისინი ქართველ კონკურსანტს შოუს ფავორიტად ასახელებენ.
“ევროვიზია 2015”-ში 40 ქვეყანა მონაწილეობს. ნინა სუბლატი 19 მაისს ბოლო მე-16-ე ნომრად წარსდგება ევროპელი მსმენელის წინაშე და “ევროვიზიის” საიუბილეო მე-60 კონკურსის პირველ ნახევარფინალს დახურავს. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს, ხოლო ფინალი 23 მაისს გაიმართება.