20 მარტი, 2015

მოქვის სახარება ალბომად გამოიცა

moqvi5მოქვის უნიკალური სახარება ალბომის სახით გამოიცა. ილუსტრირებული წიგნი სამ ენაზე ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა.

შუა საუკუნეებში აფხაზეთში მოქვის მონასტერში გადაწერილ სახარებას რესტავრაცია ახლახანს ჩაუტარდა და ის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ძვირფას ექსპონატს წარმოადგენს.

სპეციალისტების რჩევით, სახარების ხშირი გამოფენა დაუშვებელია, ამიტომაც სახარება ალბომის სახით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გამოიცა.

მასში ყველა ის მინიატურაა წარმოდგენილი, რაც მოქვის სახარებაშია და ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რაოდენ მდიდარია ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა. ოთხთავის სამენოვანი ალბომის პრეზენტაცია განათლების სამინისტროს საგამოფენო დარბაზში მოეწყო.