9 მარტი, 2015

მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებს ახალი წევრი ჰყავს

saq7საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებში სასიამოვნო სიახლეა, გუნდს ახალი წევრი ჰყავს.

ქართველ მან-სან-კანელებს, რომლებიც უკვე მოსკოვში არიან და 14 მარტის მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადებიან, ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანი დაემატათ. ამიერიდან მათთან ერთად იხუმრებს და საქართველოს პოპულარიზაციას შეეცდება ცნობილი ქართველი მომღერალი ლევან ჩიჩუა იგივე TL.

როგორც გუნდის ხელმძღვანელობა განმარტავს, ახალწვეული გუნდში თავს საკამოდ კარგად გრძნობს და მზად არის გუნდს ყველანაირად დაეხმაროს. საქართველოს ნაკრები გასულ წელს პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და ახლა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. პირველი 1/8 ფინალი ქართველი მან-სან-კანელებისთვის 14 მარტს არის დაგეგმილი.