28 მარტი, 2015

მიშა სულუხია: ,,კულტურა ორად გაიყო’’

suluxia7მომღერალი მიშა სულუხია თანამედროვე კულტურულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად თავის დასკვნას აქვეყნებს:

“დღევანდელობის მიხედვით თითქოს იკვეთება ორი პარალელური კულტურული რელსი, ერთი რეალური დროის ტენდენციებზე აგებული ღირებულებებია, რომელიც ულტრათანამედროვე საფუძვლებზეა აგებული და მას ფეხს უწყობენ ადამიანები, რომელთა ინტერესებიც სწორედ ეს პერიოდი და ამ დროში განვითარებული მოვლენებია.

მეორე სეგმენტი შედარებით განსხვავებულია, მათთვის თითქოს რეალურ დროში ღირებული და საინტერესო აღარ იქმნება და ისინი საზრდოობენ ძველი მემკვიდრეობის ბაზაზე აგებულ, თანამედროვედ ან ორიგინალ ვერსიად დატოვებულ ტენდენციებით….

ვიცი რომ ვინც ამ პოსტს გაიგებს, ბევრს გაუჩნდება აზრი რომ რეალურად სოციუმი ბევრად მეტი კატეგორიებად შეიძლება დაიყოს, მაგრამ ჩემი ხედვით ყველაზე მკვეთრად მე ამ ორს ვხედავ.”