5 მარტი, 2015

მიშა გომიაშვილი ლიდერია

misha4მიშა გომიაშვილი, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურობს, გამარჯვებულია. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 2014 წლის საუკეთესო მამაკაცთა ხუთეული დაასახელა.

პირველობა არავის დაუთმო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა მიშა გომიაშვილმა. მან ეს წოდება მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “საწვავი” შესრულებული როლისთვის მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა გია აბესალაშვილმა კინომსახიობთა თეატრში დადგმულ სპექტაკლში “მაცეკვე ტანგო” შესრულებული როლისთვის.

მესამე ადგილი მიენიჭა თორნიკე გოგრიჭიანს სამეფო უბნის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ტკივილი არის ახალგაზრდობა” შესრულებული როლისთვის.

მეოთხე ადგილოსანი გახდა გია როინიშვილი ილიაუნის თეატრის სპექტაკლში “ანტიგონე” შესრულებული როლისთვის.

ხუთეულში ბოლო, საპატიო ადგილი დაიკავა ბაჩო ჩაჩიბაიამ ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სპექტაკლში “მაკბეტი” შესრულებული როლისთვის.