26 მარტი, 2015

მიშა გომიაშვილი: ,,დამიბრუნეთ ჩემი ფული!”

misha-gom5მსახიობი მიშა გომიაშვილი კუთვნილი ფულის დაბრუნებას ითხოვს. ის ღია წერილით მიმართავს კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და სამინისტროს ყველა იმ ჩინოვნიკს ვისაც ეს ეხება:

“რით ვერ შეადგინეთ ეს ხელშკრულებები ამდენი ხანი? იანვრიდან მოყოლებული, 11 წელი რატომ არ იყო ამის პრობლემა? ა? თუ რთულია? არა, მე მესმის, ძალიან რთულია ფულის გაცემა, მითუმეტეს სხვისი ფულის.

მაგრამ სადღაც თქვენიც მესმის. აი, დევს შენს წინ ამდენი ფული და შენ უნდა გასცე“. ვაჰ… ალბათ რა ძნელია. იქნებ ცოტა ხანი იდოს და ვუყუროო. ფიქრობს კაცი. ან იქნებ დავიცადოო კიდევ ცოტა ხანი და “ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო. ფიქრობს კაცი”. ამასობაში ის ხალხი კვდება, ვინც ამ ფულს ელოდა, ან შიმშილით, ან სიცივით, ან სულაც უბრალოდ წამალი ვერ იყიდა, ან კრედიტი ვერ გადაიახადა და ბანკმა უსახლკაროდ დატოვა, ამაზე თქვენ არ ფიქრობთ? გადაგაქვთ და გადაგაქვთ გაცემის ვადები. იანვარი, თებერვალი, მარტი სრულდება… ჯერ თებერვლის ბოლოსო, მერე მარტის ხუთიო, მერე თხუთმეტიო, მერე ოცდახუთიო… დღეს 26, ეხლა იმ კვირასო თან ორი თვისო და მარტის ფულს აპრილში მოგცემთო… სააღდგომოდო… დიდი მადლობა… რატომ დაგვცინით? ეჭვი მეპარება რომ ივანიშვილმა ეგ ამბავი იცოდეს, თორემ სხავაგვარად წაგივიდოდათ საქმე….

თუ ამის თავი არა გაქვთ, მაშინ სთხოვეთ ქართუ ბანკს და როგორც ამდენი წელი უვლიდა და პატრონობდა ამ საქმეს, იქნებ ისევ მათ მიხედონ…

P.S. ისე სხვათაშორის ჩემი ვალი რომ გაქვთ 2005 წლიდან 1200 ლარი ეგ ფული დამიბრუნეთ, ძალიან გთხოვთ… რამდენჯერ უნდა მოგმართოთ…”