3 მარტი, 2015

მირზა გელოვანს საქართველოში გადმოასვენებენ

gelovani-mirza8ქართველი პოეზის მირზა გელოვანის ნეშტს 8 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მირზა გელოვანის საფლავს 1979 წელს მიაკვლია, როცა ქართველ სტუდენტებთან ერთად სმოლენსკის ოლქში იმყოფებოდა.

ომში დაღუპული 27 წლის ქართველი პოეტი სამშობლოს 71 წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდება. კაპიტანი მირზა გელოვანი ბელარუსშია დაკრძალული ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

დივიზია, რომელშიც მირზა გელოვანი იბრძოდა ამ სოფელში გერმანელებს დაუპირისპირდა და შეტაკებისას თითქმის მთლიანად განადგურდა. ქართველი კაპიტანი სანიკის მცხოვრებლებმა მიაბარეს მიწას.
ამჟამად ბელარუსის მხარესთან მოლაპარაკებები და დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს:

“ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ბელარუსის მხარესთან. ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ. 8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც სამხედრო ბალდახინით თბილისში გადმოასვენებენ,” – განაცხადა თამაზ ტყემალაძემ გადაცემაში “ჩვენი დილა” სტუმრობისას.

გადმოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით იხილავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ამ ფაქტის ამსახველ ფილმს გადაიღებს.

მირზა გელოვანის ნეშტს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში 9 მაისს დაკრძალავენ.