16 მარტი, 2015

მარიამ როინიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ma8მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შვილი ასევე მომღერალი მარიამ როინიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“აი ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია. რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება. ვიღაც იტყვის არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით… სულ ვამბობ რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ესე იქნება რადგან მშიშარა არაა და არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ! რამ გადაგრიათ ადამიანებო! ასე შეიძლება გძულდეთ ერთმანეთი? უკაცრავად მაგრამ მგონი აქვს უფლება ხალხს რომ გამოთქვათ საკუთარი აზრი და ამისთვის არ გაილანძღონ! საქართველოში ყოფნა არ ყოფნა რაში სჭირდება იმას რომ ქალი მაგავსი სიტყვით არ უნდა მოიხსენიო! საბედნიეროდ თამრიკოს მისი ბოდიში არ სჭირდება. თამრიკოს მსგავსი ტიპაჟები სამწუხაროდ შეხვედრია, თუმცა საბედნიეროდ უმრავლესობა მაინც სიყვარულით უხარებს გულს. გულსატკენია, რომ ქალის არსს სულ სხვანაირად მაწვდიდა თამრიკო და მე კიდევ სულ სხვა ტიპის ქალებს ვხვდები ამ ბოლო დროს. ღვარძლი ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. ისე შეგვიძლია ადამიანი გავანადგუროთ, უშვერი სიტყვებით ვლანძღოთ, რომ თვალიც არ დავახამხამოთ, მაგრამ ამ შურთან და ბოღმასთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც გვიმსუბუქებენ და გვილამაზებენ ცხოვრებას და დიდი მადლობა მათ ამისთვის!”

მარიამ როინიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნონა შენგელაიამ თამრიკო ჭოხონელიძეს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადების გამო “ტოტალური დეგენერატი” უწოდა.