Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარიამ ლორთქიფანიძე: ,,რამ გადაგვარჩინა?!”

marika-lortkipanidze98792 წლის ქართველი ისტორიკოსი და აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ლექციას ჩაატარებს. 25 მარტს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნება მშვიდობისთვის“ თანადგომით სპეციალური შეხვედრა გაიმართება.

აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ისაუბრებს თემაზე „რამ გადაგვარჩინა?!“ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერი ისაუბრებს საქართველოს წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე.

ღონისძიების ორგანიზატორები ამ უნიკალური შანსის გამოყენებას ყველას ურჩევენ:
“არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი მასთან შეხვედრისა. მოიყვანეთ შვილები რათა მოისმინონ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი მეცნიერის საუბარი.”

მარიკა ლორთქიფანიძის ლექციაზე დასწრება სამების ტაძარში ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.