Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაია დარსმელიძე დაბლოკეს

maia6მუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე ბოლო დროს აღარ ჩანს. მიუხედავად ამისა, ის საკუთარ თავზე მაინც მუშაობს და ქართულ შოუბიზნესში შექმნილი მდგომარეობაც აწუხებს. მაიამ ამ მიმართულებით სპეციალური პროექტიც შეიმუშავა, რომელიც დაუბლოკეს:

“რამდენი კარგი მუსიკოსი გვყავს და რამდენი კარგი მომღერალი აღმოვაჩინეთ სხვადასხვა მუსიკალური პროექტის მეშვეობით. და ამ დროს ეს კარგი, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ტიპები, პროექტის დასრულებისთანავე კვდებიან დეპრესიით, რომ არსად აქვს მათ აღმოჩენას ლოგიკური გაგრძელება. რისთვის აღმოვაჩინეთ? რომ გვეთქვა “უი, რა კარგი ხარ და ეხლა ისევ დაჯექი სახლში, მაგრამ იცოდე რომ კარგი ხარ?”

ამას არ ჯობია, საერთოდ არავინ უთხრას რომ კარგები არიან და არ გაუმძაფრდეთ უსამართლობის შეგრძნება?

დღეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა (“სტრანნად” და რატომღაც) ისევ “არააგრესიული” და მაქსიმალურად რბილი ვიქნები – მხოლოდ რესტორნის მუსიკას აქვს.
ხოდა…

ამ კარგი “ერთჯერადად” აღმოჩენილი მუსიკოსებისთვის და ზოგადად კარგი მუსიკოსების მხარდასაჭერად მქონდა მოფიქრებული ძალიან საინტერესო პროექტი.

მივმართე ერთ-ერთ არხს, რომ დროა ამ კარგ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომ ქართველი მსმენელის გემოვნების ამაღლებაზე თუ არა, არჩევანის ქონის უფლებაზე მაინც ვიფიქროთ…
რაზეც მიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ახალი არაფერი გაკეთდებაო. მოკლედ, ძალიან თავაზიანი და ღიმილიანი უარი მითხრეს…

მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის, ვისაც მივმართე, სწორედ მაგ “რესტორნის” ჟანრის წარმომადგენლების მეგობარია.

თქვენ კი, ვისაც ნორმალური მომღერლის/მუსიკოსის ამბიცია გაქვთ, ტყუილად ნერვებს ნუ იხევთ და მზად იყავით, რომ უმოქმედობისგან დეპრესიით მოკვდებით ან, რბილად რომ ვთქვათ, ჟანრის “კომპრომისის” პირობებზე უნდა დაფიქრდეთ.

როდესაც არ გაქვს არჩევანი, ითხოვ იმას, რასაც გაჭმევენ – ელემენტარული ამბავია, როდესაც “გშია”…

ქავერების ეტაპი ალბათ ყველას გაუვლია, ეს კიდევ სხვა, ცალკე თემაა. მე ეხლა ვგულისხმობ პერსპექტივაში მაგარ პროდუქტს, ადამიანებს, რომლებსაც ძალიან კარგი მონაცემები აქვს და უბრალოდ ჭირდებათ მხარდაჭერა, სწორი მიმართულების მიცემა.
რომ დავიწყო ჩამოთვლა, ძალიან დიდი სია გამოვა იმ ადამიანების, ვინც ერთჯერადად გამოჩნდა და ეხლა სახლში ზის და მართლა სერიოზულად განიცდის…”