7 მარტი, 2015

ლიზა ყენია ისევ კონკურსანტია

liza216 წლის მომღერალი ლიზა ყენია არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილდეს და მუსიკალურ კარიერაში ახალ-ახალი ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის.

მაია ჯაბუას ქალიშვილი კიდევ ერთ კონკურსში მონაწილეობს. კონკურსი, რა თქმა უნდა, ამჯერადაც მუსიკალურია. ლიზა პატარაობიდან იდგა სცენაზე და სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში “ანა ბანა”, “საბავშვო ევროვიზია”, “ერთი ერთში”, ახლა კი “იქს ფაქტორის” მეორე სეზონში იმღერებს.

ლიზამ რეგისტრაცია უკვე გაიარა და ის მონაწილეთა შორის 5007-ეა. გადაცემის ჩაწერები 9 მარტს იწყება. ლიზას მუსიკალურ შესაძლებლობებს სოფო ნიჟარაძე, თამთა გოდუაძე, გიორგი გაბუნია და “იქს ფაქტორის” მეოთხე ინკოგნიტო წევრი შეაფასებენ.