18 მარტი, 2015

ლევან წულაძეს იუბილე ორიგინალურად მიულოცეს

lev8რეჟისორი ლევან წულაძე იუბილარია. მას 18 მარტს 50 წელი შეუსრულდა. იუბილე ხელოვანს პირველმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეუღლემ მსახიობმა მანანა კოზაკოვამ მიულოცა. ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე საყვარელ მეუღლეს მსახიობმა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა და საგანგებოდ გამომცხვარი ლევან წულაძის ფოტოიანი ტორტი აჩუქა.

გამორჩეული იუმორის მქონე ლევან წულაძე თავის კოლეგებში და საზოგადოებაშიც დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი დადგმული სპექტაკლები კი მაყურებელს გამორჩეულად უყვარს.

მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოს სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა იუბილარმა დააარსა პირველი დამოუკიდებელი თეატრი „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“, მოგვიანებით კი მეორე ახალი დამოუკიდებელი სივრცე „თეატრალური სარდაფი ვაკეში“.
უკვე 9 წელია ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, თუმცა ის სხვა თეატრებშიც დგამს სპექტაკლებს. თეატრალური ინსტიტუტის შემდეგ, მისი წარმოდგენები განხორციელდა რუსთაველის თეატრში, სოხუმის თეატრში, მოზარდმაყურებელთა თეატრში, თეატრალურ სარდაფებში რუსთაველსა და ვაკეში, პატარა თეატრში, რუსთავის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში.

სპექტაკლების გარდა, იუბილარი რეჟისორი სხვადასხვა კონცერტების დადგმითაც იყო დაკავებული. მათ შორის, უცნობის კონცერტი, აჩიკო მეფარიძის კონცერტი, თამუნა ამონაშვილის კონცერტი, ფრიდონ სულაბერიძის იუბილე, “ცეკვა ზღაპარში” ოპერისა და ბალეტის თეატრში.

როგორც მსახიობს, ლევან წულაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში “საფეხური” რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი და “ოტელო” რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.
ლევან წულაძე ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის სხვადასხვა პრემიებისა და ჯილდოების ფლობელია.

ბოლო პერიოდში იუბილარი სხვადასხვა სატელევიზიო შოუებშიც მიიწვიეს ჟიურის სტატუსით. ლევან წულაძე ”ჯეოსტარის”, ”ცეკვავენ ვარსკვლავების” და ”ნიჭიერის” კონკურსანტებს აფასებდა.

ესეც ლევან წულაძის ორიგინალური საიუბილეო ტორტი:

lll7