5 მარტი, 2015

ლევან წულაძე საუკეთესოდ დაასახელეს

levan2მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ლევან წულაძე გასული წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა იმ რეჟისორთა ხუთეული გააჟღერა, რომლებიც შარშან საუკეთესოები აღმოჩნდნენ.

2014 წლის ყველაზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის “შეშლილის წერილები” დადგმისთვის.

ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა დავით დოიაშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის “ფსკერზე” დადგმისთვის.

მესამე ადგილი მიენიჭა დათა თავაძეს სამეფო უბნის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “ტკივილი არის ახალგაზრდობა”.

მეოთხე ადგილი დაიკავა გაბრიელ გოშაძემ ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “ანტიგონე”.

მეხუთე ადგილზე კი გავიდა იოანე ხუციშვილი ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “მაკბეტი”.