Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფი ცნობილია

kkk9კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი გახდა კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ვინაობა. პირები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარადგინა.

ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩნენ. ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტის შემუშავების პროცესში, აწარმოებენ კულტურის სტრატეგიის პროცესის შესახებ კომუნიკაციას ფართო საზოგადოებასთან, ხელს შეუწყობენ პროცესის საჯაროობას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.

საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს.

კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების პროფესიონალებისათვის საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობა არ ანაზღაურდება.

კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 16 იანვარს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდა, სულ შევიდა 34 განაცხადი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საკოორდინაციო ჯგუფისთვის იქნა 34-ვე კანდიდატი იქნა შერჩეული.

კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები არიან ზვიად არჩუაძე (საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა ასოციაცია (სათმა) თავმჯდომარე), ქეთევან ახობაძე (ხელოვნებათმცოდნე, თსუ დოქტორანტი), კონსტანტინე ბაღდადიშვილი (სოციოლოგი), იულონ გაგოშიძე (არქეოლოგი), მაია გელუტაშვილი/ ყარსელი („საბავშვო ახალგაზრდული პრესისა და ლიტერატურის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, მწერალი), ნინო გუნია-კუზნეცოვა (OISTAT nationalcentre, აღმასრულებელი დირექტორი), თამარ გურჩიანი (თანამედროვე ცეკვის ფესტივალის დირექტორი, ევროპის სახლის კულტურული პროექტის მენეჯერი, კინოპროდიუსერი), მაკა დვალიშვილი (ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ხელოვნებათმცოდნე), მანანა თევზაძე (“ლურჯი ფარი საქართველო”-ს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი), ნანა იაშვილი (თსს აკადემიის მედია-ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, კომუნიკაციის და ახალი მედიის ინსტიტუტის დირექტორი), სოფიო ლაპიაშვილი, ნინო ლაღიძე (საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალ “სტილის” რედაქტორი, არქიტექტორი), დიმიტრი მოსულიშვილი (საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი), ზვიად მჭედლიშვილი (ქართულ-კავკასიური კულტურის, ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), ნინო ნანეიშვილი (მუსიკოლოგი, შპს “იალონის” (ქართული ტრადიციული მუსიკის გუნდი) ხელმძღვანელი), კონსტანტინე ნაცვლიშვილი (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო), ოლივერ რაისნერი (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მენეჯერი), დავით რობაქიძე (მწერალი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ორდენი”), ნანი სანადირაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კულტურის მენეჯერი), მარინე სოლომონიშვილი (საერთაშორისო ფონდ “ლეას” პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებული ინსტიტუტის ეთნოგრაფიის და კულტურის კათედრის პროფესორი, არქიტექტორი), გიორგი ფხაკაძე (საქართველოს შოთა რუსთაველის თატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე), ზურაბ ღავთაძე (საქართველოს ხელოვნების საბჭოს პრეზიდენტი), ლანა ღოღობერიძე (კინო-რეჟისორი), ნიკოლოზ შარაშიძე (მხატვარი, მოქანდაკე), ბესო ჩუბინიძე (სახელოვნებო სფეროს ჟურნალისტი, მუსიკალური პროდუსერი), შალვა ჩუბინიძე (გამომცემელი), გაგა ჩხეიძე (ფილოლოგი-გერმანისტი, ხელოვნებათმცოდნე, კინო-მენეჯერი), გიორგი ცაგარელი (დიზაინ თბილისი – რედაქცია, არქიტექტორი), რუსუდან წურწუმია (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრის დირექტორი), მამუკა ხანთაძე (წიგნის ხელოვნების სკოლის დირექტორი), რევაზ ხასია (მოქანდაკე), მაია ჯამალაშვილი (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის კოორდინატორი, ხელოვნებათმცოდნე), მაია ჯამბაზიშვილი (ააიპ არტ-უნივერსი, კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები) და თამარა ჯანაშია (კულტურის და მენეჯმენტის ლაბორატორიის დამფუძნებელი).

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

„კულტურა 2025-ის“ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის“ სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართული იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები.