16 მარტი, 2015

ჯემალ ბაღაშვილი დააჯილდოვეს

jemal8მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციამ ქართულ ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში ბაღაშვილების ვარსკვლავურ ოჯახს საზეიმო შეხვედრა მოუწყო. საღამოზე იუმორინასა და ჩხიკვთა ქორწილის საიუბილეო წელი აღინიშნა.

ასოციაცია ეტაპობრივად მართავს შეხვედრებს ცნობილ ოჯახებთან. მათი სტუმრები უკვე იყვნენ ჩარკვიანების ოჯახი და კახიანების ოჯახი. ამჯერად მათ სტუმრად ჯემალ და გია ბაღაშვილების ოჯახი მიიწვიეს.

ევა ბაბალაშვილის და მისი მეუღლის ცნობილი სპორტული კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის მიერ დაარსებული ასოციაცია წლებია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს და შეხვედრებს მართავს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან.