13 მარტი, 2015

ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს

ivan3უკრაინელი მომღერალი ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს. 14 მარტს მომღერალი კლუბ “ტრიუმფში” შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგება  საკონცერტო ტურის ”Randorn 2015” ფარგლებში და ამავე სახელწოდების ახალი ალბომის პრეზენტაციას მოაწყობს.

ივან დორნი საქართველოში მეორედ ჩამოდის. პირველად ის ბათუმში იმყოფებოდა და შავი ზღვისპირეთში დამსვენებლებისთვის კონცერტი გამართა. ამჯერად მომღერალი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება.

ივან დორნი და მისი სიმღერები ქართველ მსმენელში კარგად არის ცნობილი. ის და ნინო ქათამაძე ერთად იყვნენ უკრაინული იქს ფაქტორის მეხუთე სეზონის ჟიურის წევრები, სადაც კონკურსი ნინო ქათამაძის კონკურსანტმა მოიგო.