6 მარტი, 2015

გორის თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

1gori2გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.

ჩელიაბინსკში ტარდება ტრადიციული თეატრალური ფესტივალი, სადაც გორის თეატრი 6 მარტს მიდის. ფესტივალზე ქართველი მსახიობები ითამაშებენ ცნობილი ევროპელი ავტორის ამელი ნოტომის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “საწვავი”. მისი რეჟისორი სოსო ნემსაძეა.

სპექტაკლში მხოლოდ სამი მსახიობი მონაწილეობს კახა ბერიძე, სოფი მაიერი და ვახტანგ ჩაჩანიძე. სოსო ნემსაძის მიერ დადგმულმა ამ სპექტაკლმა და მასში მონაწილე სამივე მსახიობმა პრიზი აიღო თეატრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისიებაზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა. კახა ბერიძემ მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო პრიზი, სოფი მაიერს პრიზი მიენიჭა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის ნომინაციაში, ვახტანგ ჩაჩანიძეს კი მეორე პლანის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.