Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

Gorillaz თბილისში ჩამოდის

gorillaz7თბილისში ცნობილი ბრიტანული ჯგუფის “GORILLAZ”  კოლექტივი ჩამოდის. მუსიკოსები კონცერტს 7 მარტს სპორტის სასახლეში გამართავენ.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არ იქნება “GORILLAZ” -ის ჩვეულებრივი რიგითი კონცერტი, ეს იქნება დიჯეი სეტი.

ჯგუფი “GORILLAZ” ოთხი წევრისგან შედგება და ალტერნატიული როკისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ჟანრის მუსიკას ასრულებს. “GORILLAZ” მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი პირველი ალბომი 2001 წელს 7 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

ჯგუფი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს და სპორტის სასახლეში შეკრებილი მსმენელისთვის ელექტრონულ მუსიკას დაუკრავს. ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება ჩვენს ქვეყანაში სინთეზური შოუ-პროგრამით, სადაც კლუბური მუსიკა აჟღერდება.