30 მარტი, 2015

გოგა ნიქაბაძე: ,,ჩემმა ქვეყანამ არაფერი გამიკეთა!”

1gogaქართველი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე, რომელიც უკვე წლებია მოსკოვში მოღვაწეობს, Mercedes Benz Fashion Week Russias 30 -ე საიუბილეო სეზონში მონაწილეობს. ის მოდის მოყვარულ საზოგადოებას შემოდგომა ზამთრის 2015-2016 წლების ახალ კოლექციას წარუდგენს. ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგა ნიქაბაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ განცხადებას აკეთებს:

“მეგობრებო უკვე მესამე დღეა მოსკოვში მიმდინარეობს Mercedes Benz Fashion Week Russias 30 -ე საიუბილეო სეზონი. დღეს კვირეულის ფარგლებში გაიმართება ჩემი ახალი კოლექციის ჩვენება! გპირდებით, რომ ღირსეულად წარვადგენ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანას, რომელმაც არაფერი გამიკეთა, მაგრამ მე მაინც უსაზღვროდ მიყვარს, მიყვარს იმიტომ რომ მანდ მყევხართ თქვენ, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები.

დღეს ვარ ბედნიერი რომ ჩემი შემოქმედება არის დაფასებული ღირსეულად და აქ მოსკოვში ვარ ისე, როგორც მიოცნებია ბავშვობაში. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენების სამზადისში. მიყვარხართ უსაზღვროდ. მადლობა უფალს, რომ დღეს მაქვს ჩვენება იმ ქალაქის პოდიუმზე, რომელზეც ყოველთვის დიდი მოლოდინით ელიან ჩემს ახალ კოლექციას! ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ოდნავ ვღელავ, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის ღმერთის წყალობით.

ვისაც გაქვთ სურვილი იხილოთ ჩვენება პირდაპირ ეთერში, ამას შეზლებთ დღეს საქართველოს დროით 19:00 საათზე საიტზე www.mercedesbenzfashionweek.ru

პ.ს მიაქციეთ ყურადღება ჩვენების პირველ ნაწილში გაჟღერდება ჩემი ძმის კომპოზიტორ თენგიზ ნოზაძის მელოდია!”