Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიული ჩოხელის კონცერტი ივენთ ჰოლში გაიმართება

giuli5ცნობილი ქართველი ჯაზმომღერლის გიული ჩოხელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება. 28 მარტს საიუბილეო კონცერტის დასრულების შემდეგ, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიული ჩოხელს ვარსკვლავს გაუხსნიან.

მომღერლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, მაკა ზამბახიძე, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ბედია, სოფო გელოვანი, ნუცა ბუზალაძე, ელენე კალანდაძე, მარიკო ებრალიძე, თიკო ანდღულაძე, ლევან მასპინძელაშვილი, ანსამბლი “დიელო”, თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ოკესტრი.

გიული ჩოხელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ნია ბახტაძე და ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვებიან.