3 მარტი, 2015

გიორგი ოვაშვილი დაფინანსების გარეშე დარჩა

giorgi-ovashvili4რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, რომლის ფილმიც “სიმინდის კუნძული” წელს საქართველომ ოსკარზე წარადგინა, დაფინანსების გარეშე დარჩა. რეჟისორმა ეროვნულ კინოცენტრში წარადგინა სცენარი თავისი ახალი ფილმისთვის “ხიბულა”, მაგრამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ის საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზეა დაწერილი.

პროდიუსერმა, სცენარისტმა და რეჟისორმა ფინანსების მოძიება უცხოეთში დაიწყო. ფილმის გადაღებები 2015 წლის ბოლოს არის დაგეგმილი, მისი ბიუჯეტი და 1,7 მილიონ ევროს შეადგენს.

“ხიბულა” ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო პერიოდს მიეძღვნება. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პრეზიდენტად 1991 წელს აირჩიეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტი სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმისთვის სცენარზე თავად რეჟისორი და როლაფ იან მინებოო იმუშავებენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ითამაშებს ზვიად გამსახურდიას როლს, რეჟისორს არც სხვა როლებისთვის შეურჩევია მსახიობები. ფილმს გიორგი ოვაშვილის სტუდია “Alamdary Films” გადაიღებს და ეს იქნება კოპროდუქცია გერმანულ კომპანია ”42 Film”-სთან, ფრანგულ ”Arizona Productions”-თან და ყაზახურ კომპანია ”Kino”-სთან ერთად.