გიორგი ლეონიძის უნიკალური არქივი გამოფენილია

giorgi_leonidze9ქართველი მწერლის გიორგი ლეონიძის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი უნიკალური არქივი გამოფენილია.

ექსპოზიცია ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა და მასზე მისულ დამთვალიერებელს შეუძლია მუზეუმის ფონდში დაცული გიორგი ლეონიძის ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები და სხვადასხვა ნაწარმოებების ილუსტრაციები იხილოს.

სიმბოლურია, რომ გიორგი ლეონიძის საიუბილეო გამოფენა სწორედ ლიტერატურის მუზეუმში გამოიფინა, რადგან ეს მუზეუმი მის სახელს ატარებს და სწორედ გოგლა ლეონიძე იყო ლიტერატურის მუზეუმის პირველი დირექტორი.