17 მარტი, 2015

გია ბუღაძის ახალი ამპლუა

Gia-Bugadze7მხატვარმა გია ბუღაძემ ახალი ამპლუა მოირგო. მან ტილოდან ღია ბარათებზე გადაინაცვლა და თავისი ფერწერული ნამუშევრები ამ სახით შესთავაზა საზოგადოებას. ახალი პროექტის პრეზენტაციას გამომცემლობა “არტანუჯი” გამართავს. საღამოს მუსიკალურად “საქართველოს სიმფონიეტა” გააფორმებს.

სულ მხატვარმა ღია ბარათებად თავისი 16 ძველი და ახალი ტილო გამოიყენა. მათ შორისაა აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი ნახატებიც. წეროვანში ჩადგმული სახლები გია ბუღაძის ბოლოდროინდელი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.

მხატვარს არც ქართული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ავიწყდება და თავის ერთ ნამუშევარში სიმბოლურად გააერთიანა 1924 წელს ვაკის პარკში დახვრეტილი აჯანყებულები, აგვისტოს ომი და წეროვანში მდგარი დევნილების სახლები.