Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გეგა ფალავანდიშვილი ,,რუსთავი 2”-დან წავიდა

1gega1გეგა ფალავანდიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა. ტელეკომპანიის მარკეტინგის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა განცხადება ამასთან დაკავშირებით თავად გაავრცელა და ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლიერება კი იმ რამდენიმე ადამიანის მიმართ გამოთქვა, ვინც მისი “რუსთავი 2”-დან წასვლაში თავისი განუმეორებელი წვლილი პირადად შეიტანა.

“აი, ჩემი ბოლო ხელფასიც ჩაირიცხა “რუსთავი 2”-ში და მინდა მადლობა გადადიხადოთ:

1. ყველას, ვინც ხართ ან იყავით “რუსთავი 2”-ში ჩემი აქ ყოფნის 7 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში,

2. ყველა კომპანიის წარმომადგენელს და ცალკეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა.
მადლობა მხარდაჭერისთვისა და მოტივაციისთვის. თქვენი ყველას დამსახურებაა “რუსთავი 2″-ის უპირობო ლიდერობა. გისურვებთ წარმატებას და პირველობის შენარჩუნებას.

და განსაკუთრებული მადლობა იმ რამოდენიმე ადამიანს, ვინც პირადად შეიტანა თავისი განუმეორებელი წვლილი ჩემს წამოსვლაში.

მუდამ თქვენი

Gega Palavandishvili

Ex – Head of Marketing, Programming & Programme Acquisitions Departments”

გეგა ფალავანდიშვილი ”რუსთავი 2”-ის სხვადასხვა პროექტებში ჟიურის წევრიც იყო და წამყვანიც. ”ნიჭიერის” და ”ბრავოს” ჟიურის წევრმა ”იქს ფაქტორის” წამყვანობაც სცადა და ია სუხიტაშვილთან ერთად პირველ სეზონს უძღვებოდა. გეგას მიერ არხის დატოვების გამო, მუსიკალური შოუს მეორე სეზონის წამყვანები ია სუხიტაშვილი და აჩიკო სოლოღაშვილი იქნებიან.