Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი დაიწყო

ewro2ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალი საქართველოში გახსნილად ოფიციალურად გამოცხადდა. წელს ფესტივალი მეოთხედ ტარდება და მისი თემაა “გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით.”

კონკურსის მონაწილე 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები გადაიღებენ ფილმებს ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ. ევროკავშირის 3 წუთიანი ფილმების ფესტივალი წარმოადგენს მობილური ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, რომელიც ტარდება ქართველი ახალგაზრდებისთვის.

ფესტივალი გაიმართება 27 მარტიდან 31 მაისამდე. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ შეასრულონ რეპორტიორის როლი და მოუთხრონ საზოგადოებას საინტერესო სიახლის შესახებ.

მონაწილეებს შორის დასახელდება 3 გამარჯვებული. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს, პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა მობილური ტელეფონი Apple IPhone 5, მეორე ადგილის მფლობელს iPad Mini, მესამე ადგილის მფლობელს ციფრული ფოტო-ვიდეო კამერა.

ფესტივალის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 3 წევრისაგან შემდგარი ჟიურის მიერ. ჟიური დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებისაგან. გამარჯვებულები 10 ივნისამდე გამოვლინდებიან.