Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეტიუდების ფესტივალი იწყება

etudes-intl-festival777საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ტრადიციისამებრ ერთად აღნიშნავენ მსოფლიო თეატრის დღეს – 27 მარტს.

უკვე 7 წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს“ მასპინძლობს. წელს ფესტივალი საერთაშორისო გახდა და საქართველოსთან ერთად, მასში მონაწილეობას იღებენ ყაზახეთის, უკრაინის, სომხეთისა და ლიტვის უმაღლესი სახელოვნებო (თეატრალური) სასწავლებლები.

წინასაფესტივალო ჩვენებები გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე. 26 მარტს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება უცხოელი სტუმრების ეტიუდების რეპეტიცია და 5 უნივერსიტეტის 1 საერთო ეტიუდისათვის მზადება.

27 მარტს 5 ქვეყნის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენენ ეტიუდებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს და გამოყენებული განათება, ხმა და დეკორაცია, მინიმუმამდეა დაყვანილი.

საკონკურსო პროგრამის შემდეგ კომპეტენტური ჟიური დროებით დატოვებს დარბაზს, მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოავლენს გამარჯვებულებს ნომინაციებში გრან პრი, საუკეთესო საერთაშორისო ეტიუდი, საუკეთესო საუნივერსიტეტო ეტიუდი, საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი და საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი, საუკეთესო ქორეოგრაფიული ეტიუდი, საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო მსახიობი კაცი. გაიცემა სტუდენტური ჟიურის და თეატრისა და კინოს უნივერსტიეტის თვითმმართველობის პრიზებიც. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ თეატრალური უნივერსიტეტის და მარჯანიშვილის თეატრისაგან.

ფესტივალის ორგანიზატორი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი თემო კუპრავა. ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.