18 მარტი, 2015

ერეკლე დეისაძე: ,,არაფერი გეშველებათ!”

erekle-deisadze9მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე საზოგადოებას მიმართავს და ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდებს:

“საერთოდ არაფერი არ გეშველებათ არცერთ მხარეს, სანამ ელემენტალურ რამეს – პატივისცემას არ ისწავლით, ეს ის ეტიკეტი მგონია, რომელიც შენს ხასიათს და ქცევას განსაზღვრავს, აი მერე კი თუ გინდა ებრძოლე და რა გონკებიც გინდა ის გაიარე, დანარჩენი არაა ჩემი საქმე.

იმასაც დავამატებ რომ, ევროპული ტიპის სახელმწიფო გულისხმობს კოლექტიური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ყოლას, ჩვენ თავს თუ შევხედავთ, მივხდებით რომ სულ ვიღაცას ვდევნით იმათ მსგავსად, დევნას ვისაც ვაბრალებთ.”