Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავით ლორთქიფანიძეს უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს

1davitგერმანიაში საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს უცხოელი მეცნიერებისთვის გერმანიის უმაღლესი ჯილდო ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის პრემია გადაეცა.

ჰუმბოლდტის პრემია ეძლევათ იმ გამოჩენილ მეცნიერებს, რომელთა ფუნდამეტურ აღმოჩენებსა თუ თეორიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში.

ალექსანდერ ჰუმბოლდტის ფონდი გერმანიის სახელმწიფოს ფონდი, პრემიის ლაურეატებს აძლევს შესაძლებლობას აწარმოონ კვლევები გერმანიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

ქართველ მეცნიერთაგან ჰუმბოლდტის პრემიით სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ ენათმეცნიერები ზურაბ სარჯველაძე და თამაზ გამყრელიძე, არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე და მათემატიკოსი თეიმურაზ ფირაშვილი.