26 მარტი, 2015

ბუბა კიკაბიძე წლის ადამიანად დაასახელეს

buba5უკრაინაში ქართველი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე წლის ადამიანად დაასახელეს. კიევში გამართულ კონცერტზე მომღერალი სპეციალური ჯილდოთი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ დააჯილდოვა.

ქართველ ხელოვანს ეს ჯილდო იმ მხარდაჭერისთვის გადაეცა, რომელიც ბუბა კიკაბიძემ უკრაინელი ხალხისთვის ყველაზე მძიმე დღეებში გამოხატა. როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, უკრაინაში აუცილებლად ჩავიდოდა და მეიდანზე უკრაინელი ხალხის გვერდით დადგებოდა.

სპეციალურად კიევში გამართული კონცერტისთვის ქართველმა მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი სიმღერა უკრაინულად გადააკეთა და დარბაზში შეკრებილი მსმენელისთვის სიურპრიზად იმღერა.