24 მარტი, 2015

ბიძინა ივანიშვილის დახმარებას სხვა მსახიობებიც ეხმაურებიან

goga76მსახიობ ეკა ნიჟარაძის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის დახმარებას 21 მარტის აქციაზე მყოფი სხვა მსახიობებიც ეხმაურებიან.

როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი გოგა გველესიანი აცხადებს, ის ბიძინა ივანიშვილის მადლობელია:

“მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას დახმარებისთვის, სანამ მეცენატი იყო… როგორც კი პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, პირადად მე, 2011 წლიდან დახმარებაზე უარი ვთქვი და შესაბამისად არც ვიღებ!”

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი განმარტავს, რომ ის დახმარებას არ იღებს:

“ეტყობა ჩემს სახელზე გამოყოფილია დახმარება და მე არ ვიცი. არ ვიღებ ბატონო არანაირ დახმარებას და სინდისი მაქეთ მოიკითხეთ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი დახმარება არა მაქვს 2011 წლიდან! მანამდე 1 წელი მქონდა სულ და ისიც პირადად ჩემთვის, გინდა თუ არა ნანა ბუთხუზს მიეცითო, არ დაუნიშნავს ბიძინას! თეატრს დაეხმარა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ყველას, ვინც ვიყავით თანაბრად გაუნაწილა და მადლობა ამისთვის იმ ადამიანებს ვისაც ეკუთვნის ეს მადლობა! ეს იყო 2010 წელს. 2011 წლიდან მოგვიხსნეს დახმარებები! პირადად მე ხელმეორედ დანიშვნა არ მითხოვია და მას მერე დახმარების გარეშე ვცხოვრობ! (ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყელში ამოედინებოდა და არ შეერგებოდა ეს ფული ადამიანს. ასეც მოხდა! ტყუილა არავინ არაფერს აკეთებს! ბედნიერი ვარ, რომ თავისუფალი ვარ! ფულისგან თავისუფალი და არა მარტო… წარმატებები ყველას!”

რაც შეეხება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს ონისე ონიანს, მას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.