Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანრი ჯოხაძე მომღერლებს მიმართავს

anri5მომღერალი ანრი ჯოხაძე “იქს ფაქტორის” მეორე სეზონის ჟიურის წევრია. ის თავის კოლეგებს საჯაროდ მიმართავს და მეტი გონივრულობისკენ მოუწოდებს:

“ზოგიერთი, მარად დამწყები მომღერლის საყურადღებოდ!

უხერხულია, როცა ნაცნობობის მანძილზე, ერთი ფოტო და პოსტი არ გაქვთ დალაიქებული და ცხოვრებაშიც სალამს ძლივს გაძრობთ პირიდან და უცებ, “იქს ფაქტორში” რომ აღმოჩნდით კონკურსანტის ამპლუაში, პირდაპირ მხურვალე და გულითად მოკითხვებზე გადმოხვედით ინბოქსში.

წარმატება, მხოლოდ კარგად სიმღერა არ არის, ეს მთელი პიროვნული თვისებების თაიგულია, რომელიც ბევრთან ჰყვავის და თქვენს შემთხვევაში დამჭკნარია!

პ.ს. თან სუნი ასდის!”