9 მარტი, 2015

ანრი ჯოხაძე მენტორი გახდა

anri9მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ახალი ამპლუა მოირგო და მენტორი გახდა. 9 მარტიდან მუსიკალური შოუ “იქს ფაქტორის” მეორე სეზონის ჩაწერები დაიწყო და კონკურსანტების მოსასმენად დიდ საკონცერტო დარბაზში ჟიურის ახალი შემადგენლობაც მივიდა.

პროექტის ხელმძღვანელებმა თავიდანვე დააანონსეს, რომ “იქს ფაქტორში” ცვლილებები იგეგმებოდა. პირველი სეზონის ჟიურის წევრი სოფო ტოროშელიძე საპატიო მიზეზის გამო (ის მალე ედდა გახდება) სოფო ნიჟარაძემ შეცვალა, სტეფანე კი პროდიუსერებმა ანრი ჯოხაძით ჩაანაცვლეს. სოფო ნიჟარაძის ჟიურიში მიწვევა თავიდანვე გახდა ცნობილი, სტეფანეს შემცვლელს კი პროდიუსერები დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ და მხოლოდ ჩაწერების დღეს გაამჟღავნეს მისი ვინაობა.

“ზოგადად არ ვარ მენტორული ტონის ადამიანი ცხოვრებაში, მაგრამ რაც შეეხება პროფესიონალურ რჩევებს და ზოგადად პიგმალიონობას, მიჩვეული ვარ, ამიტომ ვფიქრობ რომ არ გამიჭირდება. დარწმუნებული ვარ, მეორე სეზონი პირველზე გაცილებით უკეთესი და მასშტაბური იქნება,” – ამბობს ანრი.

ჟიურის წევრების გარდა, ცვლილებაა შოუს წამყვანთა რიგებშიც. გეგა ფალავანდიშვილი “რუსთავი 2”-დან წავიდა და ამის გამო, “იქს ფაქტორის” წამყვანი ია სუხიტაშვილთან ერთად აჩიკო სოლოღაშვილი გახდა.