Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ამიკო ჩოხარაძე განმარტებებს აკეთებს

amiko2იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე განმარტებებს აკეთებს. ბოლო პერიოდში მან სიმღერების ჩაწერა და გამოშვება დაიწყო. მისმა ერთ-ერთმა ბოლო სიმღერამ “გოიმი ხარ”, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილმა მიიჩნია, რომ ამიკომ ეს სიმღერა ეკა ყურშიტაშვილს მიუღძვნა. იმისთვის, რომ ყველას ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, ამიკომ საგანგებო განცხადება გააკეთა და სიმღერის ადრესატებიც განმარტა:

“მეგობრებო… ჩემი სიმღერა “გოიმი ხარ” ეძღვნება ყველა გოიმ ადამიანს და მათ შორის იმათ, ვისთვისაც ეკა მთავრობაში, რეიტინგით, მინისტრებზე მაღლა დგას. არ არის ეს სიმღერა ეკა ყურშიტაშვილზე. ვინც პეროიანი სვეცკია, მას ვეუბნები “გოიმი ხარ”-ს და ვახსენებ რომ ჩვენი, ყველასი ძირი მაინც სოფელია. ასე რომ, ეს სიმღერა ეკას არ ეძღვნება და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს. ანუ ყველანი სოფლიდან მოვდივართ მოგწონთ ეს თუ არა. ისე ძალიან გამიხარდა ამ სიმღერამ ასეთი ხმაური თუ გამოიწვია. ანუ კარგად მიდის ყველაფერი. მიყვარხართ ადამიანებო და მეტი დადებითი მხარე ვაჩვენოთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, მართლა. ახალი კლიპებიც გადავიღე და იმედია მოგეწონებათ.”