10 მარტი, 2015

ალ პაჩინო ქორწინდება

al5ჰოლივუდის ვარსკვლავი ალ პაჩინო ქორწილისთვის ემზადება. ის ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისთვის ძვირფასია ოჯახური ფასეულობები და ქორწინების ინსტიტუტი.

75 წლის იუბილეს მოახლოებასთან ერთად, მსახიობი სერიოზულად დაფიქრდა ქორწინებაზე. ალ პაჩინოს დიდი სურვილი აქვს ოჯახური კომფორტი თავის საყვარელ ქალთან, 34 წლის არგენტინელ მოდელთან ლუსილა სოლოსთან შეიქმნას, რომელმაც მას ტყუპები გაუჩინა.

ალ პაჩინოს დაქორწინება ნამდვილად სურს, მაგრამ იმასაც აკონკრეტებს, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება:

“რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ზუსტად ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ დავქორწინდები, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცი ეს როდის მოხდება. ხომ გაგიგიათ, არასოდეს თქვა არასოდეს.”