Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახმეტელის თეატრში მორფია

axmetelisaxalilogo89სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში 22 და 27 მარტს ტარტუს ZERO THEATRE-ს დასი წარმოადგენს სპექტაკლს მიხეილ ბულგაკოვის “მორფის” მიხედვით. სპექტაკლი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ ტარტუში გასულ ზაფხულს განახორციელა.

ZERO THEATRE დამაარსებელი ცნობილი ესტონელი დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი კალევ კუდუა. მან გასულ წელს ახმეტელის თეატრში ქართველ მსახიობებთან ერთად სკანდალური ბელორუსი ავტორის პაველ პრიაჟკოს პიესა “ტრუსები” დადგა.

მიხეილ ბულგაკოვის “მორფი” ZERO THEATRE -ს სარეპერტუარო სპექტაკლია, რომელსაც ესტონელი მსახიობები წარმატებით თამაშობენ უკვე ექვსი თვეა, ხოლო ტარტუს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე A FESTVAL, რომელსაც ქალაქი ტარტუ ოქტომბრის თვეში მასპინძლობდა ZERO THEATRE  სწორედ ირაკლი გოგიას სპექტაკლით “მორფი” წარსდგა.

“მორფი” მეოცე საუკუნის გენიალური რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობაა, ცნობილია რომ პროფესიით ექიმი ბულგაკოვი ახალგაზრდობაში საექიმო პრაქტიკას ეწეოდა, ბულგაკოვი მოგვითხრობს ახალგაზრდა ექიმის შესახებ, რომელიც თავად ხდება წამალზე დამოკიდებული

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები კარლ ედგარ ტამი, კატრინ კალმა და ენორ ნიინემაგი.