27 მარტი, 2015

ახალი ბრალდებები დავით კინწურაშვილს

dd3ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ახალ ბრალდებებს უყენებენ.

როგორც თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი გოჩა დათუბანი აცხადებს, მისთვის ახლა უკვე სავსებით გასაგებია, რატომ აღარ გაუგრძელა დავით კინწურაშვილმა კონტრაქტი თეატრის მთავარ დირიჟორს ჯანლუკა მარჩანოს:

“ეხლა ნამდვილად გასაგებია რატომ აღარ გაუგრძელა კინწურაშვილმა თეატრის მთავარ დირიჟორს ჯანლუკა მარჩანოს კონტრაქტი… ყველაფერს ფარდა ეხდება ნელ ნელა… თურმე აგერ საშკა კორსანტიას და შემდეგ მაჩაიძის გალა კონცერტების ხელში ჩაგდება სდომებია… რეალურად მთავარი დირიჟორის სადირიჟორო კონცერტები… ეხლა თეატრს არ ყავს მთავარი დირიჟორი და რასაც უნდა იმას აკეთებს კინწურაშვილი… გარდა ორი ხელფასისა, რომელიც განუზომლად დიდია და ჩვენ, წამყვანი სოლისტებს თვიდან თვემდე ძლივს გვყოფნის ჯამაგირი… ვახ, როგორ ყველაფერს წინ დაგახვედრებ, რომ იცოდე… სკლეროზი არ ინკურნება ჯოგარო, სკლეროზი მხოლოდ შეიძლება დაივიწყო… მაგრამ მე ჯერ მაგარი მეხსიერება მაქვს და ყველაფერი მახსოვს… შენი ამფსონებიანად კუდი გორის გზას გაგიყენებ ძაღლიშვილი ვიყო…”