1 მარტი, 2015

აკაკი წერეთლის იუბილეს იუნესკო აღნიშნავს

akaki32015 წელი აკაკი წერეთლისთვის საიუბილეოა. ქართველი პოეტისა და მწერლის დაბადებიდან 21 ივნისს 175 წელი სრულდება. ამ იუბილეს სრულიად საქართველოსთან ერთად იუნესკოც ზეიმობს. 2015 წელი იუნესკოს მიერ აკაკი წერეთლის წლად გამოცხადდა.

შემოქმედის მშობლიურ სოფელ სხვიტორში საიუბილეო საზადისი უკვე დაწყებულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო შეხვედრა აკაკის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართა და იუბილეს ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები დაგეგმა.

აკაკი წერეთელი ქართველ ხალხს გამორჩეულად უყვარდა. ის სიცოცხლეშივე შერაცხეს ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების დასტური იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, ასევე ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული “პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, რომელიც გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

პოეტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.