Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

2+2 =2 – ექსტრაორდინარული პროექტი

ax32 +2 =2 – ეს ალბათ ყველასთვის დაუჯერებელია, რადგან ზუსტად ვიცით, რომ პასუხი ოთხია, მაგრამ ასე არ ფიქრობს ბრაზილიელი რეჟისორი როდრიგო ფიშერი და ის ამაში ყველას დაარწმუნებს, ვინც მისი პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

7 და 8 მარტს ბრაზილიელი ხელოვანი 2+2=2-ს ახმეტელის თეატრში წარმოადგენს. ის დრამატურგ ანტონინ მარტოსთან იგივე ირაკლი კაკაბაძესთან და ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად თეატრში მისულ მაყურებელს სრულიად ახლებცრ სპექტაკლს შესთავაზებს.
როდრიგო ფიშერი ბრაზილიელი ხელოვანი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და გამნათებელია. ის ახალი აუდიოვიზუალური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ჰიბრიდული კვლევის ინტერფეისს კინოსა და თეატრზე.

თავის ნამუშევარში 2+2=2 ფიშერი ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად წარმოადგენს XIX საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას – იდენტობის პრობლემას. სპექტაკლში პასუხი უნდა გაეცეს ეგზისტენციურ კითხვას – აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი? არატრადიციული თეატრალური დადგმის მეშვეობით ბრაზილიელი ხელოვანი ახმეტელის თეატრში სვამს კითხვას – კატაა ადამიანი? ანუ რამდენად მყარია ადამიანის იდენტობა… XIX საუკუნეში ადამიანმა გადალახა გენდერული, ეროვნული, ეთნიკური სტერეოტიპები, მაგრამ არის კი ის თავისუფალი ნების მატარებელი არსება?

2+2=2 – ექსტრაორდინარული პროექტია იმ თვალსაზრისითაც, რომ ტექსტზე დრამატურგ ანტონინ მარტოსთან ერთად თავად რეჟისორი და მსახიობები ანდრია გველესიანი, სოფია სებისკვერაძე, გიგი მიგრიაული და გიორგი ცხადაძე მუშაობდნენ, ამიტომაც ტექსტი სოციალური, ფილოსოფიური და ინტერნაციონალურია.