4 მარტი, 2015

„ქართული ფილმი“ იყიდება?

filmikino333ეს არის საკითხი, რომელიც ქართველ კინემატოგრაფისტებს აწუხებთ და რომელმაც მათში პროტესტი გამოიწვია. ისინი პერმანენტულად მართავენ საპროტესტო აქციებს და პასუხისმგებელი პირებისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.

პარლამენტში “ქართულ ფილმთან” დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სპეციალურად ამ საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს. შეხვედრას, კულტურის მინისტრთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, კინოცენტრისა და კინოსტუდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კინოსტუდია “ქართული ფილმი” არ გაიყიდება. კინოსტუდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქონებრივი საკითხი მოგვარებულია, მაგრამ დარჩენილია კიდევ ერთი მთავარი საკითხი – ახალი ხელმძღვანელის არჩევა. შეთანხმების მიხედვით, კინოსტუდიის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დახურული სხდომა ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებებით დასრულდა, რეჟისორების ნაწილი კინოსტუდიაში ეკონომიკის მინისტრის მისვლას მაინც ითხოვს.