7 მარტი, 2015

იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი გაუხსნეს

iakob4ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის იაკობ ტრიპოლსკის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს დამსახურებული არტისტის საიუბილეო თარიღი ხელოვნების სასახლეში აღნიშნეს. უკვდავთა ბაღში მსახიობის ბარელიეფი გაიხსნა, რომლის ავტორტიც მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

სასახლის ტერიტორიაზე მოეწყო იაშა ტრიპოლსკის როგორც პირადი ფოტომასალის, ასევე კინოსა და მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების გამოფენა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო კოსტიუმები მსახიობის მიერ შესრულებული როლებიდან.

იაკობ ტრიპოლსკი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ორმოცი წელი იდგა. იგი პარალელურად მთარგმნელობით სამუშაოსაც ეწეოდა. თარგმნიდა პიესებს, პოემებს. აღსანიშნავია, რომ ბერნარდ შოუს “პიგმალიონი”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დღესაც ანშლაგით იდგმება, სწორედ იაკობ ტრიპოლსკიმ, მოსე ქარჩავაძესთან ერთად თარგმნა.